ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს: -„თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი“

ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი,  ანა დოლიძე საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

-„დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები, ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით დღეს ჩვენ გვჭირდება „აიფონ 11“ მაშინ, როდესაც გვაქვს ფარნიანი ტელეფონი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.

მემორანდუმს ხელს „სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანიც აწერს.

კომენტარები