ანა კასრაძე: „არ არსებობს მყარი მტკიცებულება, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელახლა ინფიცირება“

-„გვჭირდება, გავიდეს გარკვეული პერიოდი და რეინფექციის შემთხვევები შევაფასოთ. ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული კვლევებით ის შემთხვევები, რომლებიც დაუშვეს, რომ იყო რეინფექცია, აღმოჩნდა, –  იყო ნარჩენი ვირუსი, ანუ არ იყო ბოლომდე ვირუსის ელიმინაცია ორგანიზმიდან. შესაბამისად, რეინფექცია, შესაძლებელია თუ არა, ამის შესახებ მტკიცებულება მყარი და საკმარისი რაოდენობით არ არსებობს. ვფიქრობ, ამაზე მეტი მტკიცებულება გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ.

კომენტარები