ანგელა მერკელი- „ვართ პანდემიის სერიოზულ ფაზაში – გერმანიის ეკონომიკა ახალ „ლოქდაუნს“ ვეღარ გაუძლებს“

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სულ უფრო სწრაფად იზრდება.

„ჩვენ ვართ პანდემიის სერიოზულ ფაზაში. ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე. ჩვენი ამოცანა კონტაქტების დადგენაა. შემთხვევათა მატებამ მუდმივად მზარდ დინამიკას მიაღწია. უკვე ვიმყოფებით სწრაფი ზრდის ფაზაში,  ამას ცხადყოფს ყოველდღიური მონაცემები COVID-19-ის ახალი შემთხვევების შესახებ.

ეკონომიკური თვალსაზრისით, გერმანიას არ აქვს ქვეყნის მეორედ ჩაკეტვის ფუფუნება. ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, შემოდგომაზე კორონავირუსის შემთხვევებმა გერმანიაშიც იმატა. ზაფხულში დაფიქსირდა სულ რამდენიმე ასეული ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, ოქტომბერში ყოველდღიურად ფიქსირდება ათასობით შემთხვევა“,  – განაცხადა  გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 5 100 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში დაფიქსირდა კორონავირუსის 334 000 შემთხვევა, 9 677 გარდაიცვალა, 281 000 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები