ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ – ოჯახს შესთავაზეს,  მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ

ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მწერლის ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გურამ დოჩანაშვილის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა.

მერიის პრესსამსახურში ამბობენ, მათ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს,  მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე, მისივე შვილის გვერდით დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

82 წლის ასაკ­ში დიდი ქარ­თვე­ლი მწერალი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვალა.

კომენტარები