ანდრეი რუდენკო: „საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. საჭიროა ურთიერთობებში კრიზისამდე არსებულ სიტუაციას დავუბრუნდეთ“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუს დროს განაცახადა:

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. საჭიროა ურთიერთობებში კრიზისამდე არსებულ სიტუაციას დავუბრუნდეთ.

საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები  მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. თბილისში ოპოზიციამ, რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რომ იხილა, ხმაური ატეხა და საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩაშალა.

ამის გამო  მოსკოვმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

რუსული ვიზების გაუქმების საკითხი მართლაც განიხილებოდა ივნისის მოვლენებამდე.

ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია“.

 

კომენტარები