ანდრია ჯაღმაიძე: „ბანკის ძარცვა საპატრიარქოს არ ბრალდება?“

-„ბანკის ძარცვა საპატრიარქოს არ ბრალდება?“

ასე შეაფასა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ტერორისტის მიერ მძევლების აყვანა.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა.

სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, – თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა.

კომენტარები