ანდროიდის მომხმარებლების მონაცემთა ბაზა საფრთხის ქვეშაა!

კომპანია CheckPoint-ის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს სუსტი რგოლი Qualcomm-ის პროცესორებში, რომელსაც იყენებენ ანდროიდ მოწყობილობაში.

მათ მიაკვლიეს გზებს, რომლებიც, მიუხედავად მათი დაცულობისა, პერსონალური მონაცემების მოპარვის საშუალებას იძლევა.

პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება კონფიდენციალური ინფორმაცია, კოდის, პაროლისა და საგადასახადო ბარათის შიფრის  შესახებ. მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით  ბოროტმოქმედი ავრცელებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც უკან უგზავნის სასურველ ინფორმაციას.

ამის შესახებ გააფრთხილეს კომპანიები. Samsung-მა, Qualcomm-მა, და LG-მ პრობლემები უკვე აღმოფხვრეს. მაგრამ, ექსპერტების ინფორმაციით 45 ათასზე მეტი ანდროიდი უკვე დაინფიცირებულია მუდმივი ვირუსით. ყველაზე მეტი წილი აშშ-ს, ინდოეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე მოდის.

ვირუსის გავრცელების წყაროა საიტებიდან გადმოწერილი პროგრამები, რომელიც ანდროიდში მოხვედრის შემთხვევაში დამოუკიდებელი და მომხმარებლისთვის უჩინარი ხდება. ანტივირუსი ვერ ხედავს და ვერ წაშლის მას.

წყარო: radiosputnik.ria.ru

კომენტარები