„ანიტა ფაცაცია ინარჩუნებს სტაბილურობას. ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა შედარებით აღდგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა ღვიძლის ფუნქციონირების გამოსასწორებლად“

-„ანიტა ფაცაცია ინარჩუნებს სტაბილურობას. ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა შედარებით აღდგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა ღვიძლის ფუნქციონირების გამოსასწორებლად.
გრძელდება დიალიზი და სისხლში ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.

რაც მთავარია ანიტა კონტაქტურია, ჩურჩულით ელაპარაკება ოჯახის წევრებს, აქტიურად ამოძრავებს კიდურებს და გმირულად ელოდება როდის გათავისუფლდება მართვით სუნთქვის აპარატისგან.

უფრო შემართებით არიან ანიტას მშობლებიც!

ყოველდღიურად თქვენი სიყვარული, ძალებით ავსებს ანიტას ოჯახს, თითოეული თქვენგანის ჩართულობა უზომოდ დასაფასებელია!

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!”- წერენ  სპეციალურად ანიტასთვის შექმნილ ფეისბუქ გვერდზე მისი ოჯახის ახლობლები.

კომენტარები