“ანკარა მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს ფართმაშტაბიანი სამხედრო ოპერაცია იდლიბის პროვინციაში”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ – ტაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს ფართმაშტაბიანი სამხედრო ოპერაცია იდლიბის პროვინციაში.
ამის შესახებ იტყობინება RIA Novosti.

ერდოღანმა ულტიმატუმი წაუყენა როგორც ასადს ისე რუსულ მხარესაც იმშემთხვევაში თუ მოლაპარაკებები,რომელიც მოსკოვის შუამავლობით მიდის არ დასრულდება სასურველი შედეგით ანკარა დაიწყებს ფართომაშტაბიან სამხედრო ოპერაციას იდლიბის პროვინციაში.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები