„ანორთოსისმა“ სტაბილური მეკარე მონახა“ – კვიპროსული გამოცემა „ბალა“ გიორგი  ლორიაზე

„ანორთოსისმა“ სტაბილური მეკარე მონახა“, – ასე დაახასიათა კვიპროსულმა გამოცემა „ბალამ“ ფანაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მეკარე გიორგი ლორია.

„ჩატარებული თამაშების რაოდენობით ლორია წელს „ანორთოსისის“ წევრებს შორის მეოთხე ადგილზეა. მან გუნდის ფორმა 23 თამაშიდან 21-ში მოირგო. ქართველის სახით „ანორთოსისმა“ სწორედ ის სტაბილური მეკარე იპოვა, რომელსაც ეძებდა. თემურ ქეცბაია ელის, რომ გიორგი მის გაწვრთნილ გუნდს მომავალშიც დაეხმარება. ლორიამ „ლედიში“ („ანორთოსისის“ ზედმეტსახელია) 21 შეხვედრაში 1890 წუთი ჩაატარა. 18 გოლი გაუშვა. ასევე საიმედო იყო 2018/19 წლების სეზონში „მაგდებურგში“, რომელიც ლიგიდან გავარდა. მაგრამ ქართველმა მეკარემ 11 მატჩში (986 წუთი) მხოლოდ 10 გოლი გაუშვა“. 

ახლახანს, კვიპროსის ფეხბურთის პროფესიული კავშირის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ნაკრების მეკარე საუკეთესო კიპერების სამეულში დაასახელეს.

წყარო: 1tv

ავტორი – მერაბ მამულაშვილი

კომენტარები