ანრი ოხანაშვილის თქმით, ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილს ციხეში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ლიტერატურით მოამარაგებენ

რამდენიმე მუხლისთვის არის გასამართლებული, როგორც ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან, ასევე 7 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის. ასევე ის მსჯავდებულიამითვისება-გაფლანგვისთვის და ა.შ., – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდება, სადაც მას შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფენ.

„ეს ადამიანი, როგორც მსჯავდებული, მოთავსებული იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იმედი მაქვს, რომ პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას ლიტერატურით, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ჩვენ ასევე მივაწვდით მას სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, რომელიც შეეხება მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები