ანრი ოხანაშვილი: „უკვე საერთაშორისო დონეზე მოიჭრეს თავი იმ შეთანხმებიდან გასვლით. „ქართული ოცნება“ დაასრულებს ნაციონალურ, დანაშაულებრივ ორგანიზაციას ოქტომბრის არჩევნებზე“

-„სწორედ საარჩევნო სისტემის ცვლილება ემსახურება ჩვენი ქვეყნის შემდგომ მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას.

რაც შეეხება დანაშაულებრივ ორგანიზაციას, „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი მონაწილეობა არაფრისმომცემი არ იქნება, მათ უკვე საერთაშორისო დონეზე მოიჭრეს თავი იმ შეთანხმებიდან გასვლით. მათ პოლიტიკურ ლიდერად გაიხადეს რა ვინმე რურუა, თავი მოიჭრეს საერთაშორისო დონეზე, ფარდა აეხადა მათ ე.წ პროდასავლურობას. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ მომავალს, საბოლოოდ „ქართული ოცნება“ დაასრულებს ნაციონალურ, დანაშაულებრივ ორგანიზაციას ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ არის ინიცირებული,ა რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეფუძნება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეთანხმებაა“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები