ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

თბილისის საკრებულოში ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.

საიუბილეო საღამო გია ყანჩელის მელოდიით გაიხსნა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კომპოზიტორის ხსოვნას.

საიუბილეო საღამოზე ანსამბლ „რუსთავს“, მის დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილსა და ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს მადლობის სიგელები გადასცეს.

ანსამბლი რუსთავი 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად დაარსა.

კომენტარები