ანტარქტიდაზე არსებული ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს

ანტარქტიდაზე არსებული ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს. 1950-იანი წლებში ბირთვული იარაღის ცდების შედეგად დაგროვდა. ამ ინფორმაციას Phys.org-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ექს-მარსელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ანტარქტიდის სხვადასხვა ადგილებში ქლორის გამონაბოლქვი შეისწავლეს, რომლებიც ერთმანეთისგან ნალექების რაოდენობით განსხვავდებიან.

რუსეთის სადგურ “აღმოსავლეთის” მხარეს არსებული ნიმუშები (სადაც შედარებით ცოტა თოვლი მოდის) იმ ტერიტორიიდან აღებულ ნიმუშებს შეადარეს, რომელიც უხვთოვლიანობით ხასიათდება.

განსაზღვრეს რადიოაქტიური ნივთიერება ქლორი 36-ის კონცენტრაცია ორივე ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ პირველ (რუსეთის სადგურის) ლოკაციაზე ამ ნივთიერების შემადგენლობა მაღალია. 2008 წელს  კონცენტრაციის დონე მოსალოდნელს 10-ჯერ აღემატებოდა. ეს ის რაოდენობა არაა, რომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს გარემოზე.

ქლორი 36-ის გარკვეული რაოდენობა დედამიწის ატმოსფეროში არგონის გაზზე კოსმოსური სხივების მოქმედების შედეგად ბუნებრივად წარმოიქმნება. მის ფორმირებას ხელს უწყობს ბირთვული ცდებიც.

კომენტარები