„ანტიგენის ტესტი საკმაოდ სწრაფად კარგავს მგრძნობელობას. 10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ…“ – გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: -„ომიკრონის“ შტამი ძალიან მალე დომინანტური გახდება. საკმაოდ სწრაფად მოხდება, ახალი შემთხვევის  მკვეთრი მატება, ამ თვის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს შეიძლება მიაღწიოს, – 10 ათასზე მეტი, 20 ათასი დღიური შემთხვევები შეიძლება იყოს, წესით ჩვენ უნდა ველოდოთ არა მომატებას სიკვდილიანობის, არამედ შემცირებას, მობილიზებული თუ გვექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი. პოზიტიურია, რომ სიკვდილიანობის სიხშირე „ომიკრონს“ არ ახასიათებს, თუმცა ის ძალიან ადვილად ვრცელდება. დადებითობის მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია. ნებისმიერი მდგომარეობა ეს იქნება – ბუნებრივად გადატანილი ინფექცია, თუ ეს არის ორმაგად ვაქცინირებული ადამიანი, არც ერთ შემთხვევაში ადამიანი არ არის დაცული სრულად. ახალი ვარიანტი გაურბის ჩვენს იმუნურ დაცვას. ყველაზე დაცული არის ადამიანი, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია, ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია. დაავადების სწორი მართვა და ინფექციის დროული მკურნალობაა საჭირო. მომართვიანობა 3-4-ჯერ არის გაზრდილი. ყველაზე საგანგაშოა დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც უკვე 15%-ს გასცდა. ინფიცირების წილი იზრდება ყველა პოპულაციურ ჯგუფში. ცალკეული შემთხვევების იდენტიფიცირება არ ხდება. ახალი შემთხვევების წილი მოდის „ომიკრონზე“. საკმაოდ დიდი განსხვავება ჩნდება სწრაფ და პისიარ ტესტს შორის. ანტიგენის ტესტი საკმაოდ სწრაფად კარგავს მგრძნობელობას. უპირველესი როლი უნდა მიენიჭოს პისიარ ტესტირებას. პისიარ ტესტირებაც 100%-იანი მგრძნობელობით არ ხასიათდება. 10% , ცოტა მეტი არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ პისიარის მეთოდით ინფექციას“.

კომენტარები