„ანწუხელიძისნაირი ბიჭების სისხლი ამათ კისერზეა, მთავარსარდალი ჩმორია, კოდორი და ახალგორი საზეიმო ვითარებაში გარიგებულად…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“

სტუმარი: კონსტანტინე მორგოშია – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი

-„არა გვაქვს ჩვენ არანაირი შანსი ქვეყნის დეოკუპაციის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზის გარეშე.

ღმერთმა ნუ ქნას, რისი დიდი შანსიც არის, რუსეთ-უკრაინის თუ მოხდა, მე დაახლოებით ვიცი, როგორც დასრულდება ყველაფერი, დასრულდება ძალიან მძიმედ უკრაინისათვის, სამწუხაროდ. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ორი მართლმადიდებელ ერს უწევს ერთმანეთთან ბრძოლა. გასაგებია, რუსებს თავისი სტრატეგიული ხედვები აქვთ. უკრაინის ხელისუფლებას თუ ეყო ჭკუა და მიხვდა, რომ არავინ არის იმათი მშველელი და გამოიტანეს მოთხოვნა ნატოში გაწევრიანების, ჩვენ რას ვაკეთებთ? უკრაინის 200-ათასიანი ჯარი და ამხელა სახელმწიფო ამხელა რესურსით ვერ უმკლავდება რუსეთს და ჩვენ რა უნდა ვქნათ? რაზე ვხოცავთ ამ ბიჭებს?

ანწუხელიძე გმირია იმიტომ, რომ მას მთავარსარდალმა მისცა ბრძანება და წავიდა ომში, თავის დროშას ფეხი არ დააბიჯა. ანწუხელიძის მთავარსარდალი რომ ჩმორია, ამას რა ვუშველოთ, კოდორი და ახალგორი საზეიმო ვითარებაში გარიგებულად გადააბარა რუსეთს, ამაზე პასუხი ვის მოვთხოვოთ? ანწუხელიძის გმირობაზე რომ ლაპარაკობენ ეს „ვირიშვილები“, ზუსტად ანწუხელიძისნაირი ბიჭების სისხლი ამათ კისერზეა, ამათ უნდა მოთხოვო პასუხი. ამაზე „ქართულ ოცნებას“ პასუხი რომ მოეთხოვა და სააკაშვილი გაესამრთლებინათ სახელმწიფო ღალატით, რაც ეკუთვნის მას, კეზერაშვილს და კიდევ ბევრს, ამათ ეს ამბიციები კი არ ექნებოდათ. ახლა ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა გვექნებოდა, რომ რუსეთთან კარგა ხნის დაწყებული გვექნებოდა პირდაპირი საუბარი. ეს არის მარტივი ლოგიკა, როდესაც მტერი შემოვა ტანკით, მერე ბევრს არ გისმენს, უბრალოდ დაგიდებს რაღაცა ფურცელს და გეტყვის, – მოაწერე და წადი! ისიც თუ გაგიშვა, პირობითად…“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/auiEUEJorT/

კომენტარები