ანჯელინა ჯოლის 13 წლის ქალიშვილი სქესს იცვლის
ჰოლივუდის მსახიობის ანჯელინა ჯოლის 13 წლის ქალიშვილი შაილო სქესს იცვლის. უცხოური მედიის ინფორმაციით, შაილომ დაიწყო ჰორმონალური პრეპარატების მიღება, რათა მისი გარეგნობა უფრო მამაკაცური გახდეს.
მედიის ინფორმაციით ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შვილს ამ გადაწყვეტილებაში მხარს უჭერენ. გავრცელებული ინფორმაციით, შაილო არასდროს გრძნობდა თავს გოგოდ.
ჯოლის მტკიცებით, სამი წლის ასაკიდან შაილო თმის მოკლედ შეჭრას სთხოვს და ბიჭის ტანსაცმელს იცვამს.