„ან ნარკოტიკულ ტკბობასთან გვაქვს საქმე, ან ზებუნებრივი ძალების ზემოქმედებით, ფარისევლობა ისჯება”

ფეისბუქმომხმარებელი, ზვიად ტომარაძე მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„დღეს მახათას მთაზე პრემიერის გამოსვლამ ტომ შედიაკის ფილმი “ყოვლისშემძლე ბრიუსი” გამახსენა, გახსოვთ ალბათ, ჯიმ ქერის გმირი თუ როგორ აურევს ენას გადაცემის წამყვანს… თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მახათას მთაზე მიხეილ სააკაშვილსაც დაახლოებით ანალოგიური იაღლიში შეემთხვა… შესაბამისად, ორი ვარიანტია: ან მართლაც ნარკოტიკულ ტკბობასთან გვაქვს საქმე, ან ზებუნებრივი ძალების ზემოქმედებით, ფარისევლობა ისჯება!”- წერს ზვიად ტომარაძე.

კომენტარები