„აპლიკაციაში ჩაწერეს, მაგრები ვართ, ვაქცინას ისედაც ვიყიდით…“ – გიორგი ფხაკაძე

-„ აშშ-ს მთავრობამ „ფაიზერთან“ ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, –  ამერიკა ვაქცინებით დაეხმარება „კოვაქსის“ პლატფორმაზე არსებულ IMC ქვეყნებს, 92 სახელმწიფოს. მათთვის და ასევე აფრიკის კავშირის სახელმწიფოებისთვის იქნება გამოყოფილი 500 მლნ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა.
ვაქცინები გამოყოფილია IMC ქვეყნებისთვის. აგიხსნით, ეს რას ნიშნავს, –  კოვაქსი როცა ჩამოყალიბდა, იქ გაწევრიანდნენ ორი ტიპის ქვეყნები:
1.ღარიბი სახელმწიფოები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად ვაქცინების შეძენა არ შეუძლიათ;
2.თვითდაფინანსებაზე მყოფი ქვეყნები.
 მაქვს შეკითხვა: – ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან გავიში აპლიკაციის ფორმა?! ეს არის არაპროფესიონალიზმის პიკი და ეს ხალხი დღესაც უნამუსოდ ზის კაბინეტებში, ვითომც არაფერი მოხდარა!
მივმართავ ხელისუფლებას – გადააყენეთ ის არაპროფესიონალები, რომლებიც არიან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ „კანტორებში“. რევოლუცია გინდათ მაინცდამაინც?! ერთი, ორი, ათი, ათასი შეცდომების კასკადი, მათ მიერ დაშვებული და ვითომც არაფერი! როგორ შეიძლება, ეს ხალხი ისევ თანამდებობებზე რჩებოდეს?!
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა რუკა – კოვიდის გავრცელების კუთხით მთელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტად გაწითლებული ვართ. საფრთხის 4 კატეგორიაში ყველაზე მაღალი კატეგორია მოგვანიჭეს, კოვიდსაშიში ქვეყნების სიაში ვართ.
ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში პანდემიის პროცესზე პასუხისმგებელი ხალხის სახელები. რატომ უნდა ვითმინოთ ამ ხალხის არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა, კორუმპირებულობა და მავნებლობა?!
კომუნიზმი ღუპავს ქვეყანას, წადით რა კერძო სექტორში, რა გინდათ სახელმწიფო სტრუქტურებში?! თავად იციან, ვისზეც ვლაპარაკობ!
გაანადგურეს ჯანდაცვის სისტემა ყველა მიმართულებით. ელემენტარულად, სამედიცინო პირბადის საკითხიც კი ვერ მოაგვარეს, ქვეყანაში ვაქცინა ვერ ჩამოიტანეს. მარტივად რომ გითხრათ, აპლიკაციაში ჩაწერეს, რომ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ვაქცინას ისედაც ვიყიდით, მაგრამ ბარემ კოვაქსიდანაც რაღაცას ავიღებთო. და რა არის რეალობა?! – დღეს ვაქცინები არ გვაქვს, მივჩერებივართ კოვაქსს და თანაც ჩამოვიტანეთ რაღაც გაურკვეველი ეტიოლოგიის ჩინური ვაქცინები“, – ამბობს პროფესორიორგანიზაცია –  „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე.
კომენტარები