არაბი გოგონა – მძულხართ ქართველები!

ნანა უბილავა მოულოდნელად ქართველების მიმართ ზიზღის ენით მოსაუბრე არაბ გოგონას გადააწყდა:

– “დასავლეთში მივემგზავრები ,ვაგზლის მოედანზე უცნაურად ჩაცმული ქალთა დივიზია შევნიშნე, სავარაუდოდ არაბები.კუპრისფერ სიშავეს არანაკლებ კუპრისფერი ჩალმა მოსასხამები უფარავთ.
ამ ვაკხანალიაში ამათთან ერთად თანამომგზავრე ბავშვი შევნიშნე მრავალდაყრილი ნაწნავებით და ციმციმა თვალებით,რომელიც ეშმაკურად აუთამაშდა ,როცა მოვეფერე.
გამიცინა ,გავუცინე ,ძალიან საყვარელი იყო და მომინდა ფოტო გადამეღო მასთან.
ტელეფონი ამოვიღე და მივანიშნე ,რომ ფოტო უნდა გადაგვეღო .
არ მინდა შენთან ფოტოს გადაღება მეზიზღება ქართველებიო.
გავშრი ,პირში ენა ჩამივარდა ,ჯერ ერთი იმით ,რომ ქართული კარგად იცოდა და მეორე ქართველების მიმართ ასეთი ჰომოფობიური ზიზღი რომ ჰქონდა.
ქართული საიდან იცი მეთქი შევეკითხე . ქართულ სკოლაში ვსწავლობო.თუ ქართულ სკოლაში სწავლობ და აქ ცხოვრობ ქართველები რატომ გეჯავრება ,მოუსვით მაშინ აქედან თქო,გაბრაზება შემეპარა ხმაში.
მძულხართ და მორჩაო.მერე იქ მდგომ თავიანთებს უთარგმნა ჩემი ნათქვამი .აყაყანდნენ ჩემთვის გაუგებარ ენაზე და გამშორდნენ
დღეს პირველად ვიგრძენი ჩემს საკუთარ სამშობლოში დამცირებულად და უმწეოდ თავი.
როდემდე ღმერთო?😰😰😰” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნანა უბილავა.

კომენტარები