არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები

სამართალდამცველებმა „სარფის“  საბაჟო–გამშვებ პუნქტზე, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  ნაკეთობები აღმოაჩინეს.

„მებაჟეებმა  საქართველოს და აზერბაიჯანელი მოქალაქეების კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური  დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  ნაკეთობები (2 კგ–ზე მეტი ოქრო, 399,7 გრამი ვერცხლი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  ჯამში 170,128.05 ლარი შეადგინა“,  – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქმის მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები