„არავინ არსად წავა, არანაირი სხდომის მოსაწყობად. პოლიტიკური პროცესები პარლამენტში უნდა წარიმართოს“

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია:

„არავინ არსად წავა, არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ როდესაც არსებობს პარლამენტი.

გასვლითი სხდომის საჭირობას ვერ ვხედავ.პოლიტიკური პროცესები პარლამენტში უნდა წარიმართოს.

გადაკეტილი ქუჩები, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს სერიოზულ პრობლემას უქმნის, არის აბსოლუტურად მიუღებელი.პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით“.

კომენტარები