არავინ დასჯილა, ვინც არხი წაგვართვა. არც დიმიტრი ქიტოშვილი, არც ადეიშვილი, არც სააკაშვილი, არც წვრილი ლიფსიტები

ირმა ინაშვილი – მერამდენედ წავიკითხე სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზი,- ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით და დააკვირდით: ამ საქმეზე, ამ ტრაგედიაზე ვითომ პროდასავლური ჯგუფების რეაქცია არის ნული. ნულია იმიტომ, რომ სტრასბურგის განაჩენში მათი სახე ჩანს. ისინი (ხელისუფლებაში ყოფნისას) პროდასავლურობის სახელით ჰკლავდნენ ადამიანებს, აწამებდნენ პატიმრებს, ქონებას ართმევდნენ მესაკუთრეებს, არბევდნენ მანიფესტანტებს. პროდასავლურობის დროშის ქვეშ აყალბებდნენ არჩევნებს, ატერორებდნენ მედიას, 40- ზე მეტი ტელეარხი წაართვეს კანონიერ მფლობელებს. ახლაც პროდასავლურობის (რეალურად, საბჭოური) ლოზუნგებით ცდილობენ დომინირებას ქვეყნის პოლიტიკურ ველზე და მათი პოლიტიკური ფსიქოზი იქამდეც კი მიდის, რომ სტრასბურგის მოსამართლეებს პუტინის მონებად აცხადებენ. ყველამ იცის, 2005 წელს წაგვართვეს “ობიექტივი”. 2005 წლიდან 2012 წლამდე ვიბრძოდით ჩვენი არხის დასაბრუნებლად. 2013 წელს მოვიპოვეთ ახალი ლიცენზია, ძველი არც დაუბრუნებიათ. 2003- 2011 წლებში, როცა არ გვქონდა ინფორმაციის გავრცელების არანაირი საშუალება, საგამოძიებო ფილმებს სპეციალური პროექტორით ქუჩაში და შენობების კედლებზე ვუშვებდით. არავინ დასჯილა, ვინც არხი წაგვართვა. არც დიმიტრი ქიტოშვილი, არც ადეიშვილი, არც სააკაშვილი, არც წვრილი ლიფსიტები, წლიდან წლამდე არხის “მესაკუთრეებად” რომ გვევლინებოდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა “ოცნებასთან” დაალაგა და არხეინად განაგრძობენ საკუთარი ბიზნესის გაძღოლას. ჩვენი პროფესიული ცხოვრების 7 წელი წაგვართვეს, მაგრამ სწორედ “ობიექტივმა” გააშიშვლა სააკაშვილის რეჟიმი. და რომ არა “ქართული ოცნება”, ეს ვითომ პროდასავლელი წითელი ბოლშევიკები დიდიხანია ისტორიის სანაგვეზე იქნებოდნენ. ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს რეზოლუციას დაერთვება. ამ რეზოლუციას პარლამენტს აუცილებლად მივაღებინებთ!

კომენტარები