„არავის მიმართ მაქვს რევანშის გრძნობა, სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო“ – ირაკლი ოქრუაშვილი

-„ამ ყველაფრის შედეგად არავის მიმართ მაქვს რევანშის გრძნობა. მიხეილ სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო. ის შეცდომა დავუშვი, რომელ შეცდომასაც უშვებდა ივანიშვილი პირობითად გუშინწინ.

რევანშის გრძნობა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ მაქვს. ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მინდა იცხოვრონ მშვიდად. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან, არამედ ამ ქვეყანაში მშვიდი გარემო იყოს, ყველას შვილებისთვის იყოს ნორმალური გარემო. ადრე თუ გვიან დამთავრდეს ეს დავიდარაბა, ვკამათობდეთ, ვდავობდეთ იმაზე, თუ როგორი იქნება სოციალური სფერო, განათლება, როგორი იქნება უსაფრთხოება და არა იმაზე, ვინ იქნება ხვალ პარლამენტში და როგორი წარმომადგენლობით“, – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში. 

საქართველოს პრეზიდნეტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს გადაწტყვეტილება არავის ზეწოლით და მითითებით არ მიუღია. აღნიშნა, რომ „ორ დამნაშავეს ქვეყანას ვერ გადააყოლებს”.

კომენტარები