„არათუ დესტაბილიზაცია, ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსიც ძალიან მალე დასრულდება“- ირაკლი ღარიბაშვილი

-„კარგად თუ გადახედავთ იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, -საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასა და ღალატთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას ალტერნატივა არ აქვს. არავის მივცემთ საშუალებას, – ჩვენს ქვეყანაში რამე სახის დესტაბილიზაცია მოახდინოს. არათუ დესტაბილიზაცია, ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსიც ძალიან მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი მე“– განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

კომენტარები