„არარატ-არმენიამ“ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა

„არარატ-არმენიამ“ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა  პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდი სათამაშოდ მზადაა, ფეხბურთელებს კი კარგი განწყობა აქვთ, რადგან სომხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი მოვიგეთ. ვიმედოვნებთ, „საბურთალოსთან“ მაღალი ტემპის შენარჩუნებას 90 წუთის განმავლობაში შევძლებთ. ცხადია, შემადგენლობაში ცვლილებები გვექნება, რადგან ერევნის მატჩისგან განსხვავებულ ტაქტიკურ სქემას გამოვიყენებთ“, –  განაცხადა ვარდან მინასიანმა.

„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის მატჩი დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები