არასამთავრობოთა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის”: ოპოზიციის მიერ დანიშნული დამკვირვებლები გადამზადების პროცესს არ ესწრებიან

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის” საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრთა გადამზადების პროცესს აფასებს.

როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული დამკვირვებლები გადამზადების პროცესს არ ესწრებიან, რაც მიუღებელია.

მესამე სექრორი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვას.

გადასამზადებელი ტრენინგები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით 4 ეტაპად დაიყო, აქედან სამი უკვე გაიმართა და ახლა პროცესი ბოლო, მეოთხე ეტაპზეა.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები