„არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს – საქართველოს მმართველი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის “ფეიკებს”…“-დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინული დელეგაციის მომლაპარაკებელი დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება, – „ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია“.

დავით არახამია ამბობს, რომ ეს ყველაფერი ოლიგარქის შეკვეთით ხდება.

-„ვავრცელებ მიმართვას, რათა გავამჟღავნო სიმართლე იმ ფეიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ არახამია ევროპასა და ამერიკაში ვიზიტებისას დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ევროპაში არახამია არ ყოფილა და ამერიკაში იმყოფებოდა იმიტომ, რომ განევითარებინა კონცეფცია, –  ივანიშვილი პრორუსული ორიენტაციის/გეგმის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება და ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა, ატყუებს. 20 ივნისის აქციამ აჩვენა, რომ საქართველოს ევროპის ნაწილი სურს გახდეს და უკრაინის ხელისფულება ქართველ ხალხს დაემხარება, რომ ევროკავშირის წვერი გახდეს“, – განაცხადა დავით არახამიამ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება დაეხმარება ქართველ ხალხს, ევროკავშირის წევრი გახდეს.

-„ჩვენ, როგორც უკრაინის ხელისუფლება, დავეხმარებით ქართველ ხალხს, ევროკავშირის წევრი გახდეს. არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს მმართველი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის “ფეიკებს”, რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს. დასანანია, საქართველო, კეთილისმსურველი ადამიანები, რომელმაც ჩვენი დევნილები შეიფარეს და რომლის შვილები ჩვენს რიგებში იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, დღეს ოლიგარქის ტყვეები გახდნენ. ქართველებო, გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის გზაზე ჩვენ დიდი მომავალი გველის”, -ამბობს არახამია.

კომენტარები