„არასანქცირებულ აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ“ – ალექსანდრე ლუკაშენკო
არასანქცირებულ აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ.
ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
-„სტუდენტებო, თუ სასწავლოდ მოხვედით, – ისწავლეთ. ვინც კანონის დარღვევით არასანქცირებულ აქციებზე გამოვიდა, უფლებას კარგავს, იყოს სტუდენტი. გთოვთ, ასეთები ჯარში ან ქუჩაში გააგზავნეთ. ისინი უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.