„არა­სო­დეს არ ვიმ­ჩნევ­დი ამ არა­რა­ო­ბას – ხელმოცარული პროკურორი, რომელიც ვერასოდეს დაბრუნდა თანამდებობაზე… “იმედს” არბევდა და ახლა მედიასივრცეს აბინძურებს, ფსკერი გახვრიტა” – ირაკლი ჩიხლაძე ნიკა გვარამიას

„იმე­დის” წამ­ყვა­ნი, ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას  გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

-„არა­სო­დეს არ ვიმ­ჩნევ­დი ამ არა­რა­ო­ბას, ან რო­გორ უნდა შე­მემ­ჩნია სა­სა­ცი­ლო ტე­ლე­პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი გა­რე­მოც­ვაც კი სიბ­რა­ლუ­ლით უყუ­რებს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა და­სა­ცი­ნი და და­საზ­რა­ხი არ არის, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შიც არის. მისი “სა­მე­გობ­რო”, რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ზურგსუ­კან დას­ცი­ნის, წე­სით მას­ზე უნდა ზრუ­ნავ­დეს.

ისე გა­მო­ვი­და რომ მე­ო­რე დღეა ჩემს ვოლ­ზე მას­ზე ვწერ. ჟურ­ნა­ლის­ტებს რომ არ ეხე­ბო­დეს და იმ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც მი­წას­თან აქვს გას­წო­რე­ბუ­ლი 2007 წელს, ვე­რაფ­რით მი­იქ­ცევ­და ჩემს ყუ­რა­დღე­ბას. ხელ­მო­ცა­რუ­ლი პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც ვე­რა­სო­დეს დაბ­რუნ­და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სულ გვახ­სე­ნებს თავს რომ არ და­ვი­ვი­წყოთ. პრინ­ციპ­ში არ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, ესაა კაცი, რო­მე­ლიც “იმედს” “სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბის” გამო არ­ბევ­და და ახლა მე­დი­ა­სივ­რცეს აბინ­ძუ­რებს, ისე რომ ფსკე­რი გახ­ვრი­ტა.

წლე­ბის შემ­დეგ როცა ბინ­ძურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას გა­ვიხ­სე­ნებთ, ყვე­ლას ეს პარ­ტი­უ­ლი არა­რა­ო­ბა გაგ­ვახ­სენ­დე­ბა – რო­გორც ილუსტრა­ცია იმის თუ რა არ უნდა გა­ა­კე­თო არა­სო­დეს”, – წერს ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე.

არასოდეს არ ვიმჩნევდი ამ არარაობას, ან როგორ უნდა შემემჩნია სასაცილო ტელეპერსონაჟი, რომელსაც საკუთარი გარემოცვაც კი სიბრალულით უყურებს მისი მდგომარეობის გამო. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დასაცინი და დასაზრახი არ არის, მაგრამ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშიც არის. მისი “სამეგობრო”, რომელიც ამ მდგომარეობის გამო ზურგსუკან დასცინის, წესით მასზე უნდა ზრუნავდეს. ისე გამოვიდა რომ მეორე დღეა ჩემს ვოლზე მასზე ვწერ. ჟურნალისტებს რომ არ ეხებოდეს და იმ ტელეკომპანიას, რომელიც მიწ

მეტის ნახვა

 

30 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 77-ე კი­ლო­მეტრზე, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თურ­ქუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით მოძ­რა­ვი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა „დაფი“ სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა.

ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის 5 მგზავ­რი, ხოლო 11-მა ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე-6 მგზავ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენ­ტი უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა “გორ­მე­დის” რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ამის თა­ო­ბა­ზე “ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ და­წე­რა – „სვავ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­აგ­ზავ­ნა თა­ვი­სი სვა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი “იმე­დი­დან” და “რუს­თვაი – 2” – დან, რომ­ლე­ბიც ეძე­ბენ ვინ­მეს, ვინც იტყვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი “ნა­ცე­ბის” ბრა­ლი­აო…“

ამ გან­ცახ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა “იმე­დის” წამ­ყვა­ნი ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე:

-„კაცი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ტრა­გე­დი­ას შოუდ აქ­ცევს და რომ­ლის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და ტრა­გე­დი­ას ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, ამ მძი­მე კონ­ტექ­სტშიც “იმედ­ზე” ბო­დავს და ისევ ჩვენს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს, იქეთ დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი და ჯამ­ბა­ზი … “ქრო­ნი­კას” ეს უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი არ გა­და­უ­ღია!!! ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და არა მთა­ვა­რი მავ­ნებ­ლე­ბი მის­გან გან­სხვა­ვე­ბით …”

 

კომენტარები