“არასოდეს ვიზიარებდი ე.წ. თეზას, რომლის დამკვიდრებასაც ასე მეთოდურად ცდილობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა და პოლიტიკას ბინძური ადამიანები აკეთებენ“-ნიკოლოზ მეტრეველი:

 

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს-

“არასოდეს ვიზიარებდი ე.წ. თეზას, რომლის დამკვიდრებასაც ასე მეთოდურად ცდილობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა და პოლიტიკას ბინძური ადამიანები აკეთებენ“. ეს მცდელობა მხოლოდ ამ პოლიტიკანების უბინძურესი წარსულით, აწმყოთი და მომავლით არის განპირობებული. ამაში უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, თუნდაც გუშინდელი სააკაშვილის ტელევიზიის კადრების ნახვის შემდეგ.

როდემდე უნდა ვიყოთ ამ ქვეყნისათვის დამანგრეველი სპექტაკლების მაყურებლები?! დროა გამოვფხიზლდეთ! ამ სამარცხვინო და საქართველოსთვის საშიშ მასკარადს ბოლოს და ბოლოს ყველამ ერთად წერტილი უნდა დავუსვათ. პოლიტიკა და პოლიტიკური საქმიანობა საჭიროა და აუცილებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. უბრალოდ ამას ერთად, ხალხი და ელემენტარულად წესიერი ადამიანები უნდა აკეთებდნენ.

კომენტარები