„არაფერი გვაქვს საკონტრაქციო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინი არიან მილევად რეჟიმში და მიილევიან“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„არავითარი კონტაქცია არ იქნება, არაფერი გვაქვს საკონტრაქციო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინი არიან მილევად რეჟიმში და მიილევიან.

უმჯობესია, რეაგირება არ მოვახდინოთ, ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად მიიღწევა ის დესტრუქცია, რასაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ. კვერცხებისა და სხვა ნივთების სროლა, არის აბსოლუტურად არასწორი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მოდით, ეს ხელწერა დავუტოვოთ „ნაციონალურ მოძრაობას“. მოვუწოდებ ჩვენ მხარდამჭერებს, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ. არავითარი კონტრაქცია არ იქნება“.

კომენტარები