„არაფერი იქნება იმაში განსაკუთრებული და უცნაური, თუკი ჩვენ ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც“ – ნათია თურნავა

-„საქართველო ძალიან აქტიურად მუშაობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, გზურაბ პოლოლიკაშვილთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები. თვალყურს ვადევნებთ, რაზე მუშაობენ, საითკენ მიდის მათი მსჯელობა. პრაქტიკულად, ჩვენი ხედვა არანაირად არ იქნება აცდენილი მათი მიერ დამტკიცებული წესებიდან.  დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ბევრი ქვეყანა არ ელოდება ამ გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ, წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მისაღები. აქ დიდი აცდენა არ იქნება, რადგან ჩვენ სამუშაო ვერსიაზე წვდომა გვაქვს, ყოველთვის კარგი ინტერაქცია გვაქვს, მათ შორის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან. თუმცა იმასაც გეტყვით, არც არაფერი იქნება იმაში განსაკუთრებული და უცნაური, თუკი ჩვენ, ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური, მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა და ამიტომ დიდი ინტერესით ისმენენ ხოლმე ჩვენს გამოცდილებას, მზად არიან გაიზიარონ და ქართული წესები იქნება ბევრისთვის მისაღები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მადგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები