„არა, ახალგაზრდები, როგორ დავტოვოო“, – უთხრა ბებომ თავდამსხმელს – მძევლებს შორის იყო ბებო

ზუგდიდში, „საქართელოს ბანკში“ შეიარაღებული თავდასხმის დროს აყვანილ მძევლებს შორის იყო ასაკოვანი ქალბატონი, მან ბოროტმოქმედის თანხმობის მიუხედავად, გათავისუფლებაზე უარი თქვა.

„ახალ კვირასთან“ ერთ-ერთმა მძევალმა, ლაშა შენგელიამ განაცხადა:

-„ვინც მოხუცები იყვნენ ყველა გაუშვა, ორსულებიც. ერთი ხნიერი ქალბატონი იყო, დამლაგებელი. მასაც უთხრა – წადი, თავისუფალი ხარო. ის ქალი არ გვტოვებდა –„ არა, ახალგაზრდები, როგორ დავტოვოო“, – უთხრა ბებომ თავდამსხმელს.

კომენტარები