არა – კოჰაბიტაციას! ირმა ინაშვილი

“ბევრჯერ მითქვამს, რომ ქართველი ხალხი გაცილებით ჭკვიანი და გონიერია, ვიდრე ნებისმიერი დეპუტატი, მინისტრი და მთლიანობაში- ხელისუფლება. ქართველი ხალხი აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ეროვნულად და ამ სულისკვეთებასთან მუდმივ წინააღმდეგობაშია ფენა, რომელიც ქვეყანას მართავს ანუ პოლიტიკური ელიტა.

დღესაც, დააკვირდით, “იმედის” ეთერში რა იყო ქართველი ხალხის მთავარი სათქმელი: არა- კოჰაბიტაციას! დაისაჯონ დამნაშავეები! ეს პოზიცია უმრავლესობაშია… რეფერენდუმი რომ ტარდებოდეს, ყველას ვარწმუნებ: ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილისა და ბოკერიას პარტიებს სამუდამოდ გააქრობდა პოლიტიკური ველიდან.

სწორედ ეს ხალხი იკრიბება 7 ივლისს, საღამოს 5 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში. ხალხი, რომელსაც კარგად ესმის, რა ჩიხამდე მიიყვანა ქვეყანა კოჰაბიტაციამ.

“ქართული ოცნება” აღარ ამტკიცებს, თითქოს მოსახლეობას აღარ აინტერესებს სამართლიანობის აღდგენა, ეს თემა გაცვდა და 2020 წლისთვის აქტუალური აღარ იქნებაო?! თემა კი არ გაცვდა, ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანეთ და ახალი ომის საფრთხის წინაშე დააყენეთ.ეთამაშეთ ახლა ბოკერიას. იქნებ ამ თამაშ-თამაშში ახალი მიწები დავკარგოთ.” – წერს ირმა ინაშვილი

კომენტარები