„არა მხოლოდ ის პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, რომლებიც ძალადობდნენ, არამედ ორგანიზატორები“

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს:

„არა მხოლოდ ის პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, რომლებიც ძალადობდნენ, არამედ ორგანიზატორები. მთელი საღამო სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები აკვირდებოდნენ კინოთეატრებთან მიმდინარე მოვლენებს“.

„ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა როგორც დაგეგმილი იყო, 8 ნოემბერს  შედგა.

სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი.

 „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

 

 

კომენტარები