„არა ნაციონალები, არამედ ნაციონალისტები! არა 5, არამედ 55!“ – ჯაბა ხუბუა:

 – „გუშინ რუსთავში ძალიან ნიშანდობლივი რამ მოხდა: სულ ახალმა და შედარებით პატარა პარტიამ ,,ქართულმა მარშმა” დაჯაბნა და უკუ აქცია ძველი და მონსტრი პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა.” ორასამდე კაცი დაუდგა ორიათასამდე ნაცს. ჰო, პროვოკატორობა და ყოყლოჩინობა არ აპატიეს ზონდერების დედაპარტიას, წინ აღუდგენენ და თბილისისაკენ აქციაზე არ გაუშვეს.

ეს იყო მინი-მაგალითი, გნებავთ, მინი-მოდელი, თუ როგორ შეუძლია მართალ და მორალური უპირატესობის მქონე მცირერიცხოვან ძალას მრავალრიცხოვანი, მაგრამ ბოროტი და ამორალური ურჩხულის ძლევა, თუ საამისო ნება და სულისკვეთება გააჩნია.

დავითისა და გოლიათის ბრძოლის პროექცია ლოკალურ პოლიტიკურ სივრცეში. აი, რა იყო. 

და ამ მაგალითის განვრცობა მთელ პოლიტიკურ სივრცეზე  შეიძლება. რაც ,,ქართულმა მარშმა” უქნა ,,ნაციონალურ მოძრაობას” რუსთავის ტრასაზე, სწორედ ეს უნდა დაემართოს ,,ნაციონალურ მოძრაობას” ზოგადად – გზა უნდა გადაეკეტოს, უკუ იქცეს, დანიშნულების ადგილს ვერ უწიოს.

ხვალინდელი არჩევნები ამის საშუალებას იძლევა და ამ არჩევნების კვინტესენცია სწორედ ე.წ. პატარა პარტიების წარმატებაშია. ისინი უნდა მოხვდნენ პარლამენტში რაც შეიძლება, ბევრნი და დაამთავრონ ,,ნაცმოძრაობა”, როგორც ,,მთავარი ოპოზიცია”, როგორც ხელისუფლების ,,ერთადერთი ალტერნატივა”. 

,,ქართული მარშის” წარმატებაც სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს პარლამენტში ეროვნული ძალების ყოფნის აუცილებლობაზე. წლების განმავლობაში ლიბერტარიანულ უდაბნოდ ქცეულ საქართველოს პარლამენტს ოაზისივით სჭირდება ეროვნული, კონსერვატიული, გნებავთ, ნაციონალისტური ტონი. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ ეროვნული ფასეულობები, ტრადიციები, დედაეკლესია და მართლმადიდებლობა ნეოლიბერალური იდეოლოგიის ინტერვენციისაგან არის დასაცავი, მიაჩნიათ, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდა, გეი-აღლუმები და სხვა მსგავსი კვაზილიბერალური გამოვლინებანი საქართველოსათვის საფრთხეს წარმოადგენს, სჭირდებათ თავიანთი ხმა, თავიანთი დელეგაცია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.  ,,ქართული მარში” კი მათთვის სწორედ ასეთი ხმა და დელეგაციაა. 

ნომერი 55 – ,,ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა” მართლა ეროვნული ძალაა!

ნომერი 5 – ,,ნაციონალური მოძრაობა” ის ძალაა, რომელსაც ნაციონალობასთან და ეროვნულობასთან საერთო არაფერი აქვს! 

ვისაც 5 ნომრის დამთავრება უნდა, იმან 55 ნომერს უნდა მისცეს ხმა, უნდა აირჩიოს არა ,,ნაციონალები”, არამედ ნაციონალისტები!

გუშინა ლაშა ნაცვლიშვილს ვუსმენდი და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს მიმართა – ხომ ფიქრობთ, რომ ,,ქართული ოცნება” ,,ნაციონალურ მოძრაობას” შეგნებულად ინარჩუნებს, როგორც საფრთხობელას და ხელსაყრელ სპარინგ-პარტნიორს, ჰოდა, ამ არჩევნებზე ,,ქართულ ოცნებას” ამის საშუალება აღარ მისცეთ, წადით არჩევნებზე და 5 ნომერი არ შემოხაზოთო!

მართალია ლაშა ნაცვლიშვილი – წადით არჩევნებზე და 5 ნომერი არ შემოხაზოთ!

ვისაც არ გსურთ ,,ნაციონალური მოძრაობა” მთავარ ოპოზიციად იხილოთ, ხოლო პარლამენტში იხილოთ ეროვნული ძალა,  5-ის მაგივრად, შეგიძლიათ,  55 აირჩიოთ!

ხვალინდელი პროპორციული არჩევნები ამის შანსს იძლევა და ეს შანსი ხელიდან გასაშვები არ არის“ 

 – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა

 

კომენტარები