არგენტინის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა- იანვარში რუსული ვაქცინით აიცრა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი იანვრის თვეში რუსული ვაქცინა „სპუტნიკით“ აიცრა, ალბერტო ფერნანდესს კორონავირუსი დაუდგინდა. ტესტი ანტიგენზე დადებითი აღმოჩნდა.

-„2 აპრილის საღამოს ჩავაბარე ტესტი ანტიგენზე, შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვიმყოფები თვითიზოლაციაში, ველოდები PCR-ტესტის შედეგებს“, – წერს არგენტინის პრეზიდენტი Twitter-ზე.

არგენტინაში ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. ქვეყანაში 45 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ დრომდე 3,5 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, მათ შორის 500 000-ზე მეტმა ადამიანმა ვაქცინის ორ-ორი დოზა მიიღო.

არგენტინაში ვაქცინაცია რუსული „სპუტნიკით“, ჩინური „სინოფარმით“ და ინდური „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მიმდინარეობს.

კომენტარები