არიზონაში მცხოვრები მამაკაცი დაკარგული ძაღლის მპოვნელს ერთოთახიან ბინას მისცემს

არიზონაში მცხოვრები  მამაკაცი  დაკარგულ ძაღლის მპოვნელს ერთოთახიან ბინას მისცემს.

ამ ინფორმაციას  FOX News-ი ავრცელებს.

ედი კოლინზმა ორი წლის ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი – ჯენი აპრილში დაკარგა. ჯენი სუპერმარკეტში ყოფნისას გაუჩინარდა. მას შემდეგ კაცს ძაღლის ძებნა არ შეუწყვეტია.

„უკვე ყველგან ვეძებე. ყოველდღე დავდივარ ძაღლების თავშესაფარში, დავდივარ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში“, – ამბობს კოლინზი.

ძაღლი თვეების განმავლობაში უშედეგოდ ეძება.  ედი კოლინზი თავის  ერთოთახიანი ბინა მას აჩუქებს, ვინც ჯენის აპოვნინებს.

კომენტარები