არის თუ არა ეს ქაღალდი “რუსული რბილი ძალა, ჰიბრიდულ ომში?”

ფეისბუქზე არსებობს ჯგუფი, სახელად – „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი,” სადაც მომხმარებლები მეწარმეთა მიმართ პრეტენზიებს აფიქსირებენ.
ახლახან, მომხმარებელმა  გიორგი ნოზაძემ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსულ წარწერიან შესაფუთ ქაღალდში ბურგერების შეფუთვა დაგმო და ამ მოვლენას  “ჰიბრიდულ ომში რუსული ძალის მონაწილეობა” უწოდა:

– “KFC- მ ახალი ფილიალი გახსნა და ამ ქაღალდში ფუთავს ბურგერებს!

სწორედ ესაა რუსული რბილი ძალა ჰიბრიდულ ომში.
მინდა ვაიძულოთ, შეცვალონ ეს საშინელება!!!”

გიორგი ნოზაძის ამ პოსტს ზურაბ კობახიძის კომენტარი მოჰყვა:

– “ძალიან სასაცილოა ….
აი, ძალიან …..
ნახევარზე მეტ მაღაზიებს თურქულად აწერია, უმეტეს კომპანიებში მხოლოდ ინგლისურად წერენ და ანგლო-საქსური ვაზელინობა აქვთ დაჩემებული…
ასე გამოდის ყველას უნდა ავუკრძალოთ ეს!
მაგრამ, თუ რუსულს ეწინააღმდეგები სადმე რაიმეს, მაშინ თურქულიც და ანგლო-საქსური იდეაც გააპროტესტე! ერთიანობაში ყველა მათგანი ჩვენი ქვეყნოსთვის მენტალურ, იდეურ დონეზე სახიფათოა!
ეს მაგრად იცით – მხოლოდ რუსულზე კივილის ატეხვა და ქართულ სივრცეში რომ, კომპანიები ათწერიდან დაწყებული სივით დამთავრებული – ინგლისურს იყენებენ – არაუშავს?
მაღაზიებს თურქულად და არაბულად რომ აწერია სახელები და ვერ გაიგებ, რა ხდება და ზოგ დაწესებულებაში არც კი გიშვებენ – ესეც არაუშავს?
პატრიოტიზმის არსი უფრო კარგად გააიაზრეთ ძალიან გთხოვთ…
რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სიბრმავით, საკუთარის დავიწყებით და ფესვების უარყოფით არ ხდება…
ხელში ელემენტარული იარაღის აღება არ გინდათ, ისტორიიის ცოდნა არ გინდათ, გიორგი გქვიათ და ჯორჯს იწერთ სახელებად… ღონისძიებებს ანგლო-საქსურად ხსნით, განიხილავთ და…

ძალიან გთხოვთ რაა…

მხოლოდ რუსეთი ნუ გელანდებათ, რადგან მოდაშია ანტირუსული ისტერია!

 რუსეთთან ბრძოლა მე საკუთარი ერის, ადათის, ენის და სარწმუნოების დაცვით მესმის, იარაღით მესმის და არა ასეთი წვრილმანებით!”
– წერს ზურაბ კობახიძე

რედაქციისგან:

მკითხველს ვთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე 

 

კომენტარები