„არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს. „გილიადი“ ის კომპანიაა, რომელიც ცე ჰეპატიტის“ – თენგიზ ცერცვაძე

-„საქართველო „რემდესივირის“ რიგში უშანსოდ იქნებოდა. ჯერ დააკმაყოფილებდნენ იმ ქვეყნებს, სადაც ბევრი ავადმყოფი და გარდაცვლილია. „გილიადი“ ის კომპანიაა, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში, ჯანდავის სამინისტროსთან და მთავრობასთან კარგი თანამშრომლობის შესაბამისად, საქართველოს უფასოდ აწვდის მედიკამენტებს და ქვეყანას დიდ პატივს სცემს.  ამიტომ ისარგებლა ჯანდაცვის მინისტრმა ამ პრივილეგიით. უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის ისტორია და მისცეს „რემდესივირი“.

არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს.

15 მედიკამენტის კვლევა დაიწყეს თავიდანვე იმის გასაგებად, თუ რომელი მედიკამენტი გაამართლებდა და ამ ჯგუფში „რემდესივირი“ თავიდანვე ფავორიტად მოიაზრებოდა.

ამის შემდეგ იმედები არ გამართლდა. იყო კვლევის შედეგები. კვლევებმა,აჩვენა, რომ ეს პრეპარატი არც ისე ეფექტურია, როგორც თავიდან ეგონათ.

სიტუაცია ისევ შეიცვალა. ამერიკის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის დირექტორმა ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ „რემდესივირი“ ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა, ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ამას ყველა არ ეთანხმება და არის განსხვავებული აზრები, როგორც ეს „პლაქვენილის“ შემთხვევაშია, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესივირი“ კარგია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები