„არის საკმარისი ვთქვათ, – შალვა ნათელაშვილმა, სააკაშვილმა, ან ბურჯანაძემ განაცხადოს, -ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“ – გია ვოლსკი

-„ლოგიკა მოითხოვს, ვუპასუხო ამ თემას ძალიან ნათელი ფორმულირებით. არსებობს შეთავაზება, – შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, რომელი მხარეა მართალი. ჩვენი ოპონენტების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, იმათაც აქვთ უფლება, ჩვენში ეპარებოდეთ ეჭვი, ამიტომაც უნდა დადგინდეს სიმართლე. მით უმეტეს, მათი ხელმძღვანელობით თუ იქნება ეს კომისია. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა ემყარებოდეს რაღაც სამართლებრივ საფუძველს, ხომ არ არის საკმარისი ვთქვათ, – შალვა ნათელაშვილმა, სააკაშვილმა, ან ბურჯანაძემ განაცხადოს, -ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამას არ ჰქონდეს რამე სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა,  გია ვოლსკიმ.

კომენტარები