არნოლდ შვარცნეგერი და ჯეიმს ქემერონი ხორცის ნაწარმის მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას

არნოლდ შვარცნეგერი ჰოლივუდის ვარსკვლავი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულტურისტია. ის ხალხს ხორცზე უარი თქვას მოუწოდებს, ისევე როგორც მან ამოიღო ის თავისი რაციონიდან.

ჯეიმს ქემერონი ცნობილი ფილმების „ტიტანიკი“ და „ავატარი“-ს რეჟისორია. ჯეიმსი უკვე არაერთი წელია ვეგეტარიანელობას პროპოგანდირებს. ჯეიმსმა თავის მეუღლესთან ერთად კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასში ვეგანური (მკაცრი ვეგეტარიანული) დაწყებითი სკოლა დააარსა.

არნოლდ შვარცნეგერი თავის მეგობართან კინორეჟისორ ჯეიმს ქემერონთან ერთად, ჩინეთში ხორცის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებულ კამპანიაში იღებს მონაწილეობას. კამპანიის ორგანიზატორები არიან: ჯანსაღი კვების ჩინური საზოგადოება და გარემოს დაცვის ორგანიზაცია „WildAid“.

კამპანიის ფარგლებში შვარცნეგერმა და ქემერონმა მოკლემეტრაჟიან ვიდეოში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ხალხს ხორცზე უარის თქმას მოუწოდებენ. ვიდეო სოციალურ ქსელ „Instagram“-ში აიტვირთა.

არნოლდის თქმით სრულყოფილი ცილის მიღება ადამიანს მცენარეული პროდუქტებიდან შეუძლია. მისი აზრით, ხორცი ადამიანზე და მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. „მე ვიცნობ ძლიერ და ჯანმრთელ ბოდიბილდერებს, რომლებიც ვეგეტარიანელები არიან.

კადენ ნგუენი – ვეგეტარიანელი ფიტნეს-მოდელი.

სამედიცინო შემოწმებების დროს, ექიმები არაერთხელ მეუბნებოდნენ, რომ ხორცი გამომერიცხა რაციონიდან. მე თანდათან გამოვრიცხე ის ჩემი ცხოვრებიდან და ახლა თავს ფანტასტიურად ვგრძნობ. თუ გეტყვიან, რომ სიძლიერისთვის ხორცის ჭამაა საჭირო, არ დაუჯეროთ.“ – ამბობს შვარცნეგერი.

გაერთიანებული ნაციების ორგანიზაციამ არაერთხელ გამოაქვეყნა მოხსენებები იმის შესახებ, რომ დიდი ფერმები კოლექტიურად უფრო მეტ მავნე სათბურის აირებს წარმოქმნიან, ვიდრე მთელი მსოფლიოს საავტომობილო მრეწველობა ერთად აღებული.

მეცხოველეობა დედამიწის ისედაც მწირი რაოდენობით წყლის რესურსებზე დამღუპველად მოქმედებს, რადგან ის ცხოველთა ფუნქციონალური ნარჩენებით, ანტიბიოტიკებით, ჰორმონებით, ქიმიკატებით და პესტიციდებით ბინძურდება.

ხელმისაწვდომი წყლის 70% მოსავლის მოყვანისთვის იხარჯება, მოყვანილი მოსავლის 70%-ზე მეტი კი ცხოველთა კვებას ხმარდება და არა ადამიანს.

უკვე არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ერთი კილოგრამი ხორცის წარმოებისთვის 13 კილოგრამი მარცვლეულია საჭირო. ამასთან ერთად, აღვნიშნოთ მეცხოველეობის ინდუსტრიის საშინელი სისასტიკე, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიარდი უდანაშაულო არსების სიცოცხლე მიაქვს.

იხილეთ ვიდეო:

წყარო: „galaxysss.ru“.

კომენტარები