არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში რუსეთთან პარტნიორობის მომხრე ადამიანები იჩაგრებიან!
– “დღეს, რუსეთთან პარტნიორობის მომხრენი, ნატოსთან პარტნიორობის სანაცვლოდ, საქართველო-ში მოკლებულინი არიან მრავალ უფლებას: მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნებას, მათი დანიშვნები ნებისმიერი დონის სახელმწიფო თანამდებობებზე და ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა მთლიანად დაბლოკილია; მათთვის დახურულია ყველა სატელევიზიო არხი და მედიის უმეტესი ნაწილი; მათ არ იცავს ომბუდსმენი და პარლამენტის უფლებადამცველი კომიტეტი; ისინი მოკლებული არიან გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების უფლებას — მათ მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიება, იქნება ეს მიტინგი თუ კონფერენცია, დაუსჯელად იშლება და იდევნება რუსოფობების ზონდერბრიგადების ფიზიკური ძალის გამოყენებით! მადლობა ღმერთს, რომ რუსეთთან მეგობრობის აღდგენის მომხრეებს ჯერ კიდევ არ ყრიან გეტოებში და პასუხისგებაში არ აძლევენ სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდებით, როგორც მტრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას! ” – განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „NEWSFRONT“– თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.