„არსებობს დიდი ეჭვი, თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა სასტუმრო „ადმირალში“, – კამერების სადენები განზრახ გადაჭრილია“ – მიხეილ რამიშვილი

-„არსებობს დიდი ეჭვი, თამარ ბაჩალიაშვილი სასტუმრო „ადმირალში“ იმყოფებოდა, კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი.

ჩვენ როდესაც მოვითხოვეთ საკალმახე „ადმირალის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერები, ექსპერტიზა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დეპარტამენტმა, მითითებულია, რომ მეცნიერული მეთოდიკის არარსებობის გამო ვერ დგინდება „ადმირალის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერების სადენები როდის არის გადაჭრილი, – 17 ივლისამდე, თუ ივლისის შემდეგ.  ვითხოვთ, აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს,- იქ იმყოფებოდა თამარი, სადენები განზრახ არის გადაჭრილი.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ქალბატონმა ელისო კილაძემ დაასახელა ძალიან ბევრი სახელი და გვარი, პირადად, მე მოვახდინე მისი გამოკითხვა, მოვითხოვთ, ეს გამოკითხვის ოქმი დაერთოს საქმეში. ასევე, ყველა ის პიროვნება, რომელსაც ასახელებს ელისო კილაძე, იყოს დაკითხული, ეს არის ადამიანი, რომელმაც ელექტროენერგია გამორთო, გარკვეული პიროვნება, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს, უნდა მოხდეს ამ სადგურიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება. ძალოვანმა სტრუქტურები თავიდანვე აპელირებდნენ, თითქოს, თვითმკვლელობა იყო.

თამარის ცხედარი როცა აღმოაჩინეს, აღვნიშნე, – ექსპერტიზაც არ იყო ჩატარებული. მაღალი თანამდებობის პირი გამოდის, აცხადებს, რომ არის თვითმკვლელობა, რადგან აბები აღმოაჩინეს, აღმოაჩინეს წერილი, ჰყავდა ფსიქოლოგი. საიდან დაასკვნეს, რომ აბები ჰქონდა დალეული? როდესაც ცხედარს ექსპერტიზაც არ ჰქონდა ჩატარებული? წინასწარ საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ აბებით იყო გარდაცვლილი. ესე იგი, იცოდნენ, ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აფთიაქში რომ იყო, არის დაგეგმილი. იცოდნენ, რომელ აფთიაქში უნდა შესულიყო, რა წამალი უნდა ეყიდა, ეს ალიბად რომ გამოეყენებინათ, რომ თვითმკვლელობა იყო. ამის შესახებ ძალოვანმა სტრუქტურებმა იცოდნენ, ენამ გაუსწროთ წინასწარ“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები