„არსებობს ვიდეომტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობდა და ის პარლამენტის შენობაში იჭრებოდა.  ეს არის გამყარებული ვიდეო“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

-„არსებობს ვიდეომტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობდა და ის პარლამენტის შენობაში იჭრებოდა.  ეს არის გამყარებული ვიდეომტკიცებულებებით.  ეს რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს.

ერთია, რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა, რას ამბობს ოპოზიცია და მესამეა, რას ამბობს ვიდეოკადრები და ვიდეოკადრები ამტიცებს იმას, რომ ოქრუაშვილი იყო უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილე. არამარტო თანამონაწილე, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორიც, რაც დღესავით ნათელია.

რაც შეეხება განაჩენის დროს, დროზეც იყო სუბარი, იწურებოდა ცხრათვიანი ვადა და ცხრათვიანი ვადის გადაცილება მოსამართლისთვის შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საგანიც კი. აქედან გამომდინარე, ვერც დროსთან დაკავშირებით და ვერც სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს, ოქრუაშვილი იყო თანამონაწილე უმძიმესი დანაშაულის. ის აორგანიზებდა შტურმს პოლიციელებზე და პარლამენტის შენობაზე. ერთია, რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა, რას ამბობს ოპოზიცია და მესამეა, რას ამბობს ვიდეოკადრები და ვიდეოკადრები ამტიცებს იმას, რომ ოქრუაშვილი იყო უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილე. არამარტო თანამონაწილე, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორიც, რაც დღესავით ნათელია“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები