არქეოლოგებმა „ვიკინგების“ უძველესი დნმ-ი, ქვის ხანის საღეჭი რეზინის დახმარებით აღმოაჩინეს

РИА Новости“ იუწყება, რომ 2019 წელს, პალეოგენეტიკოსებმა და არქეოლოგებმა, სკანდინავიის ნახევარკუნძულის მაცხოვრებლების უძველესი დნმ-ის კვალს, არტეფაქტის გამოკვლევით მიაგნეს. ეს არტეფაქტი ქერქის ნატეხები იყო, რომელსაც ისინი, როგორც საღეჭ რეზინს, ღეჭავდნენ.

მკვლევარების თქმით, ამ სუბსტანციას, მონადირეები არა გასართობად, ან როგორც კბილების გამწმენდ საშუალებად, არამედ ქვის და ძვლის სამუშაო იარაღების კომპონენტების შესაწებებლად იყენებდნენ.

ცოტა ხნის წინ, პალეოგენეტიკოსებმა უფსალას უნივერსიტეტიდან, გაშიფრეს, რომ კუნძულ გოთლანდის უძველესი მაცხოვრებლები, მიგრაციას არა ერთი ადგილიდან, არამედ, როგორც მინიმუმ, ორი გზით ახორციელებდნენ. კერძოდ – გერმანიიდან და დანიიდან და რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.

კომენტარები