არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებას კვლავ ზღუდავს

აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებას კვლავ ზღუდავს. როგორც ჟურნალისტებს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა, აზერბაიჯანული მხარე მომლოცველებს უდაბნოს მონასტერში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
მისივე ინფორმაციით, გადაადგილება გართულებულია ტურისტებისთვისაც.
ამის პარალელურად, დავით გარეჯში დღეს გარეჯობის დღესასწაულს ეროვნული ზეიმით აღნიშნავენ.

კომენტარები