არქიტექტორები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ეპოქები ბადებენ ხელოვან ადამიანებს, რომლებიც ცვლიან უკვე არსებულ შედევრებს და გვაძლევს ახალ ემოციებს. არქიტექტურაში კი ასეთი დიდებული, შემოქმედებით ადამიანები ცხოვრების სტილს, მიმართულებას და ხედვას ცვლიან, მომავალს განსაზღვრავენ!!
წარმოგიდგენთ დიდებულ ხელოვანებს, მათ ინოვიაციურ სულთან და სამყაროს შეცვლის სურვილთან ერთად.

1. ოსკარ ნიმეიერი (დაბ.1907 წ. 15 დეკემბერი)

მან დაიწყო პირველი მთავრობის მიერ დაფინანსებული ცათამბჯენის მშენებლობა მსოფლიოში, ეს იყო ბრაზილიის მთავრობისთვის. შენობა დასრულდა 1943 წელს და დეკადების შემდეგ იგი აღიარეს ბრაზილიური მოდერნიზმის პირველ ნიმუშად.

იგი იყო საერთაშორისო გუნდის წევრი, რომელმაც შექმნა გაეროს სათაო ოფისის შენობა ნიუ იორკში და მისი კონცეპტუალური გეგმა იყო ძირითადი ინსპირაცია მშენებლებისთვის. ბრაზილიური კომუნისტური პარტიის წევრობის გამო ამერიკაში მისი მუშაობის შანსები შეიზღუდა და 1985 წლამდე იდევნებოდა. ამ პერიოდისთვის მან შექმნა მთავარი ადმინისტრაციული შენობა ბრაზილიაში, ქვეყნის დედაქალაქში.
შექმნა ბრაზილიაში. მისი ქმნილებებია:

Museu de Arte Contemporânea de Niterói

Museu Oscar Niemeyer

 

2. ანტონიო გაუდი (1852 წ. 25 ივნისი – 1926 წ. 10 ივნისი).

მისი ხელწერა განსაკუთრებით იგრძნობა ბარსელონაში, მაგრამ მისი ადრეული ნამუშევრები მთელს ესპანეთშია მიმოფანტული.
როგორც ერთგულმა კათოლოკემ, მან დააპროექტა სტრუქტურა, რომელიც გახდა მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლის მქონე ეკლესია – Sagrada Familia. მას აქვს 18 კოშკი: 12 მოციქულებისთვის, 4 მახარებლებისთვის, ერთი წმინდა მარიამისთვის და ერთიც – იესო ქრისტესთვის. Sagrada Familia-ს მშენებლობა დაიწყო 1882 წელს და მოსალოდნელი იყო, რომ 2026 წელს დამთავრდებოდა. გაუდის შედევრი სამი სტილის კომბინაციაა: ესპანური გვიანი გოთიკა, ბაროკო და Art Nouveau

გაუდის ბრწყინვალე ნამუშევრებია:

La Sagrada Familia

Casa Millà

 

Casa Batlló

3. Louis Sullivan (1856 წ. 3 სექტემბერი – 1924 წ. 14 აპრილი)

იგი იყო მისი დროის ერთ-ერთი პირველი არქიტექტორი, რომელმაც დახვეწა სვეტის ფორმის მშენებლობის ტექნიკა, რაც უფრო ფართო ფანჯრებიანი მაღალი შენობების აშენების საშუალებას იძლეოდა. ეს მეთოდი იყენებდა ფოლადის კოჭებს, რომლებიც კედლებზე, იატაკსა და ჭერზე იყო გადებული, რათა შენობის წონა დაებალანსებინა.

The Auditorium Building ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია და ის პირველი სახლი იყო Chicago Civic Opera და Chicago Symphony Orchestra-თვის.

მას ეკუთვნის:

The Prudential Building

Krause Music Store

Bayard-Condict Building

 

4. ფრენკ გერი  (დაბ. 1929 წ. 28 თებერვალი)

მას მიღებული აქვს მისი დროის ერთ ერთი ყველაზე საოცნებო ჯილდო – „ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორი“-ს წოდება Vanity Fair-გან. გერის აქვს გასაოცარი პორტფოლიო, მისი ნამუშევრები თანამედროვე არქიტექტურის შედევრებადაა მიჩნეული.

მან  შექმნა ათეულობით შენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი:  The Walt Disney Concert Hall ლოს ანჯელესში, The Guggenheim Museum ბილბაოში, Der Neue Zollhof დიუსელდორფში და the Marqués de Riscal Vineyard Hotel ელსიეგოში.

The Guggenheim Museum Bilbao

Der Neue Zollhof

Marqués de Riscal Vineyard Hotel

 

 

5. იუჰ მინ პეი დაბ. 1917 წ. 26 აპრილი)

მან  კარიერა დაიწყო 1950 წელს ჩვეულებრივი კორპორატიული შენობის პროექტის შექმნით ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. საკუთარი კომპანიის დაარსების შემდეგ 1955 წელს იგი ფოკუსირდა ქალაქურ პროექტებზე, როგორიცაა Kips Bay Towers მანჰეტენზე, ასევე New York City  ან Society Hill Towers. მან დაიწყო რეალურად განსხვავებული პროექტები Mesa Laboratory-ში, რომელიც მდებარეობს Boulder-ში, კოლორადოში. ახალი ლაბორატორია საოცრად მოერგო ადგილობრივ ლანდშაფტს და წლების შემდეგ გახდა შედევრი, რომელმაც ჯილდოც მიიღო მისი ესთეტიკის, ფუნქციურობის და დროში გამძლეობის გამო.

მისი მომდევნო პროექტები მოიცავდა რამდენიმე ამერიკულ უნივერსიტეტს, აეროპორტის ტერმინალებს, საჯარო ბიბლიოთეკებს და მერიებსაც  კი. მან მალევე დაიწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამთავრობო შენობების, საერთაშორისო ბანკებისა და პრესტიჟული კულტურული ინსიტუციების შენობების დაპროექტება.

Pei-ს ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია;

Le Grand Louvre

 

The Bank of China Tower

Museum of Islamic Art

 

6. ალვარ აალტო (1988 წ. 3 თებერვალი – 1976 წ. 11 მაისი)

იგი იყო ფინეთის ეკონომიკური ბუმისა და ინდუსტრიალიზაციის თანამედროვე, ამიტომაც მისი კლიენტები ძირითადად სკანდინავიელები იყვნენ. სულ მცირე 4 არქიტექტურული სტილი შეიმჩნეოდა მის ნამუშევრებში წლების განმავლობაში, ამიტომაცაა რომ Aalto დღესაც რჩება მსოფლიოს უნივერსალურ არქიტექტორად.

1920-იან წლებში Aalto იყო Nordic Classicism-ის სტილის დიდებული მცოდნე და იგი საკუთარ თავს გამოხატავდა საოჯახო სახლების შენებით. ფუნქციონალიზმი მეორე სტილშია, რომელიც მან სცადა და ამ პერიოდში ააშენა Viipuri-ის ბიბლიოთეკა, რომელსაც ახლა Vyborg ქვია და რუსეთში მდებარეობს. მისი სტრუქტურა ცნობილია ტალღოვანი ჭერით მთავარ დარბაზში, ექსტრერიერი კი ტიპური მოდერნისტული სტრუქტურაა.

მისი შუახნის დროინდელი კარიერა ექსპერიმენტებით ხასიათდება. ესაა წითელი აგურის შენობების ხანა, რომელიც დაიწყო Baker House of the MIT-ით და აპოგეას მიაღწია Helsinki’s University of Technology-ის დიზაინით. მონუმენტალიზმი, სამწუხაროდ, მისი კარიერის ბოლო საფეხურია. მისი ორი დიდებული პროექტია:  Finlandia Hall ჰელსინკში და the Aalto Theater Opera House ესენში, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ დასრულდა.

University of Technology

Finlandia Hall

 

Aalto Theater Opera House

 

 

ალვარ აალტოს დიზაინით შექმნილი ცნობილი სკამები

 

7. სანტიაგო კალატრავა (დაბ. 1951 წ. 28 ივლისი)

მან კარიერა დაიწყო მრავალი სამოქალაქო საინჟინრო პროექტით, როგორებიცაა ხიდები და მატარებლის სადგურები. ხიდი Puente del Alamillo სევილიაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშვარია სამოქალაქო ინჟინრის ამპლუაში. ეს ხიდი მალევე გახდა ქალაქის სავიზიტო ბარათი. The Montjuic Communications Tower ბარსელონაში და the Allen Lambert Galleria იყო მისი, როგორც არქიტექტორის პირველი ნამუშევრები. 54 სართულიანი მოხვეული კოშკი მალმოში, შვედეთში ასევე Calatrava-ს შექმნილია და სიმაღლით ევროპაში მეორე საცხოვრებელი შენობაა.

Calatrava-ს ორ დეკადაზე ნაკლები გამოცდილება აქვს საოცარი შენობების შექმნაში, მაგრამ მას იმდენად შთამბეჭდავი პორტფოლიო აქვს, რომ რეკორდულ შესაძლებლობებს უხსნის გზას მომავალში. მან დააპროექტა მომავლის სადგური World Trade Center Transportation Hub-ში და უამრავ სხვა პროექტსაც გეგმავს.

Puente del Alamillo

Ciutat de les Arts i les Ciències

Turning Torso

წყარო: www.inndesign.ge

 

კომენტარები