„არქტიკაში კლიმატის ცვლილებები რუსეთის ეკონომიკაზე საზიანოდ მოქმედებს. კრუტიკოვის შეფასებით, ყოველწლიური ზარალი 150 მილიარდი რუბლის ფარგლებში მერყეობს“
რუსეთის აღმოსავლეთის განვითარების მინისტრის მოადგილის, ალექსანდ კრუტიკოვის განცხადებით:
„არქტიკაში კლიმატის ცვლილებები რუსეთის ეკონომიკაზე საზიანოდ მოქმედებს. კრუტიკოვის შეფასებით, ყოველწლიური ზარალი 150 მილიარდი რუბლის ფარგლებში მერყეობს.
დროთა განმავლობაში ეს ზარალი მხოლოდ გაიზრდება. რუსი ჩინოვნიკი ამბობს, რომ ნიადაგის ლღობა არქტიკაში მიმდინარე თუ უკვე დასრულებული პროექტებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
სექტემბრში საკითხზე მომზადებული მთავრობათშორისი დასკვნა გამოქვეყნდა. კონკრეტულად არის დათვლილი, თუ რა ზარალი მიადგება რუსეთის ეკონომიკას მომავალ წლებში, მუდმივი გამყინვარების ზონაში მიმდინარე ცვლილებების შედეგად.
იმ შემთხვევაშიც, თუ კი ტემპერატურის მატება მომავალ წლებში 2 გრადუსზე მეტი არ იქნება, 2100 წლისთვის მუდმივი მყინვარების 25% დადნება, ხოლო თუ ტემპერატურის მატება მიმდინარე ტემპით გაგრძელდება, დასკვნის ავტორები 70%-იან დნობას ვარაუდობენ.
შესაძლო ზარალი 24 ტრილიონი დოლარიდან 69 ტრილიონ დოლარამადე მერყეობს.
ბოლო წლებში არქტიკის ფუნდამენტის შესაძლებლობები 20%-ით შემცირდა, რაც რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“.